საზოგადოება
აიკრძალოს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები-აქცია სოროსის ფონდთან (ფოტორეპორტაჟი)

აიკრძალოს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები-აქცია სოროსის ფონდთან (ფოტორეპორტაჟი)

"ქართულმა მარშმა" დღეს რუსთაველის მეტროდან დაიწყო საპროტესტო მსვლელობა და "სოროსის ფონდის"(ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო) შენობასთან დაასრულა.

"ქართული მარშის" ლიდერების განცხადებით, ისინი ითხოვენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის აღკვეთას, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან.

ლადო სადღობელაშვილის განცხადებით: "ფონდი ღია საზოგადოება არის ფონდი, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით უხეშად ერევა სახელმწიფო მართვაში, ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში და ზოგადად, ეროვნულ იდეოლოგიას საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის აღკვეთას რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან და ემსახურებიან ირიბად უცხო ქვეყნის ინტერესებს...".

ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სანდრო ბრეგაძემ. მისი განცხადებით, ეს აქცია არის მიმართული სოროსის ფონდის წინააღმდეგ, რომ მათ დატოვონ საქართველოს ტერიტორია და აიკრძალოს მისი საქმიანობა საქართელოში, "საერთოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროების საქმიანობა, რომლებიც უხეშად ერევიან ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, იმიტომ, რომ ვინც ფულს უხდის ის უკვეთავს მუსიკას და თუ კი უცხო ქვეყნიდან იღებს ორგანიზაცია დაფინანსებას ის ატარებს იმ უცხო ქვეყნის ინტერესებს. იღებს რუსეთისგან? ატარებს რუსეთის ინტერესებს! იღებს სხვა ქვეყნიდან? ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს!…"

ბრეგაძემ ასევე, განაცხადა, რომ "ქართული მარში" ორშაბათიდან იწყებს ნახევარი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას ორი საკითხის ირგვლივ- "პირველი- ეს იქნება ეროვნების გრაფის აღდგენა პირადობის მოწმობებში, და მეორე იქნება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების აკრძალვა ქვეყნის ტერიტორიაზე!. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ გავაკეთეთ გამაფრთხილებელი აქცია. აქციები იქნება კიდევ უფრო მძაფრი, პერმანენტული და ბევრად უფრო ხალხმრავალი".

მასალა მოამზადა ნინი გოგიტაურმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის