პოლიტიკა
გია კორკოტაშვილი: გაიხედეთ რა ხდება ევროპაში? აღშფოთებულია ხალხი

გია კორკოტაშვილი: გაიხედეთ რა ხდება ევროპაში? აღშფოთებულია ხალხი

"სოროსის ფონდთან"(ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო) გამართულ აქციას "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, გია კორკოტაშვილიც, ესწრებოდა და აქციაზე განხილულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი იმ დიდი გულისტკივილის და თავისტკივილის, რაც არის საქართველოში. უბრალოდ მობილიზაცია ახალგაზრდებმა გააკეთეს და მოვიდნენ. ჩვენ მოვედით დავუდექით გვედზე. ერთნაირად გვტკივა ყველას. ვიღაცა შენიღბულ სიკეთეს სორისისას იღებს როგორც კარგ საქმეს. რავიცი, მარტო ჩვენ ვცდებით ამ დედამიწაზე? გაიხედეთ რა ხდება ევროპაში? რა ხდება ყველგან? აღშფოთებულია ხალხი, იმიტომ,რომ სოროსს უნდა თავის იმაზე ათამაშოს ყველაფერი. არ გამოვა ესე. ქართველ კაცს გააჩნია თავისი ისტორია, საქართელოს თავის ისტორია გააჩნია და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, ეს ახალგაზრდების წამოწყებული თემაა, დღეს, თორე, საზოგადოდ ძალიან დიდი მასაა, იმის უარყოფითად შემფასებელი, რასაც საქართელოში სოროსი აკეთებს.ჩენ ერთად ვართ, ერთნაირად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც საქართველოს კეთილდღეობა ჰქვია.

ჩვენ გვესმის ესე, თქვენ თუ სხვანაიარდ გესმით, შეგიძლიათ გამობრძანდეთ და თქვათ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავისუფლება არის",-განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

მასალა მოამზადა ნინი გოგიტაურმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის