მსოფლიო
სეული და ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხზე იმსჯელებენ

სეული და ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხზე იმსჯელებენ

სეული და ფხენიანი შეთანხმდნენ, რომ 27 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას სააგენტო Younhap-ი სეულზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეები ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე შეხვდებიან და კონკურსში მონაწილეობის დეტალებს განიხილავენ. მანამდე, ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა განაცხადა, რომ პარაოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა ყოფილი ჩოგბურთელი ლი ბუნ ჰი გაგზავნონ, რომელიც ამჟამად პარაოლიმიურ თამაშებში წამყვან პოზიციებს იკავებს. იგი 1992 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, რომელიც ბარსელონაში გაიმართა.

ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 9-18 მარტს გაიმართება.

ამა წლის 21 თებერვალს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრებს, მათ შორის მათი ლიდერის, კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩჟონს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ ბოლო წუთს შეხვედრა გააუქმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის