სპორტი
კიევის ტურნირზე ზურა დათუნაშვილი და სანდრო ამინაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ

კიევის ტურნირზე ზურა დათუნაშვილი და სანდრო ამინაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნრიზე, საქართველოს ბერძნულ/რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ჯერ-ჯერობით ორმა წევრმა, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ბ/რ სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (82კგ) თავის პირველ შეხვედრაში, მასპინძელი გერმან იევჰენი დიდი უპირატესობით - 0:8 დაამარცხა და 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაეჭიდება.

ბ/რ სტილით მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე (63 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას. ქართველი ირანელ მეისამ დალხანისთან 2:5 დამარცხდა. 1/8 ფინალური დაპირისპირება დათმო ამავე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კუკური კირცხალიამ (97კგ), რომელიც სომხების ოლიმპიურ ჩემპიონთან, არტულ ალექსანინათან დამარცხდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სანდრო ამინაშვილი (86კგ) მიიწევს კარგად. მან პირველ შეხვედრაში უკრაინელი მრაზ ჯაფარიანი დაამარცხა, შემდეგ პოლონელ სებასტიან იეზიერზანსკის სძლია, 1/4 ფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას დაეჭიდება.

პირველი დაპირისპირება მოიგო დავით ხუციშვილმა (86კგ), თუმცა 1/8 ფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ შამილ კუდიამაგომედოვთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სტარტზევე წააგო თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ გოგავამ (57კგ).

სულ, დღეს, ხალიჩაზე, ბ/რ და თავისუფალ სტილში, შემდეგი წონითი კატეგორიები გამოვლენ:

საქართველოს სახელით კი თავისუფალ სტილით მოჭიდავეთაგან თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ედემი ბოლქვაძე (ორივე 65 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) იჭიდავებენ.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), შმაგი ბოლვაძე, იური ლომაძე (ორივე 72 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ).

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის