მსოფლიო
ევროკავშირი აფრიკაში ტერორისტებთან საბრძოლველად 300 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი აფრიკაში ტერორისტებთან საბრძოლველად 300 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირმა გადაწყვიტა აფრიკაში, "სახელის" ტერიტორიაზე დისლოცირებული ტერორისტული დაჯგუფებების ლიკვიდაციისათვის 300 მილიონი ევრო გამოყოს. ამის შესახებ ბრიუსელში, ამ საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საფრანგეთის პეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"სახელი" (არაბულად - "კიდე") საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიაა. იგი ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს, რომელიც ნახევრად სავანის ზონაში გადადის. იგი ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული ატლანნტის ოკეანედან წითელ ზღვამდე და ფართობით დასავლეთ ევროპის ტოლია. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მავრიტანია, სენეგალი, გამბია გამბია, მალი, ბურკინა-ფასო, ნიგერი, ჩადი და კაბო-ვერდე.

ამ ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტებს გაერთიანებული საერთაშორისო სამხედრო დაჯგუფება ებრძვის, რომელშიც ზ.ა. ხვეყნების სამხედრო და საპოლიციო ქვედანაყოფები შედიან. მათი სრული სამხედრო მზადყოფნაშ მოყვანის ვადა აპრილის დასაწყისისთვისაა ნავარაუდები, რაშიც ევროკავშირი თავის წვლილს შეიტანს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის