სპორტი
დიუსელდორფის გრან სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე, საქართველოს ნაკრების წევრი, -60 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალში გამსვლელი დაპირისპირება ქართველმა ფალავანმა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დათმო და ახლა მესამე ადგილისთვის ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დიუსელდორფის გრან სლემზე, მესამე ადგილის მფლობელი 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ფინალური ბლოკები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის