სამართალი
პროკურორი: ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა  ქურთუკი გამოიცვალა და ალიბის შექმნას ეცადა

პროკურორი: ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ქურთუკი გამოიცვალა და ალიბის შექმნას ეცადა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, ბრალდებულმა ანა ნაცვლიშვილი მოკლა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ალიბის შექმნას ცდილობდა.

"მკვლელობის ადგილიდან მიიმალა, გამოიცვალა ტანსაცმელი, ქურთუკი, მკვლელობის იარაღი დანა კი გადამალა. იგი ასევე შეეცადა ალიბის შექმნას, თითქოს ურეკავდა და წერდა გარდაცვლილს, ალიბის შექმნის მიზნით მიაკითხა სახლთან ანა ნაცვლიშვილს, თითქოს შეწუხებული იყო",- განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

პროკურატურა ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შეგახსენებთ, მომხადარ ფაქტზე, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინება, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის