სპორტი
როგორ წააგებინეს მსაჯებმა ზურაბ იაკობაშვილს ნახევარფინალი (ვიდეო)

როგორ წააგებინეს მსაჯებმა ზურაბ იაკობაშვილს ნახევარფინალი (ვიდეო)

ქართველი ფალავნის მეტოქე უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი იყო. იაკობიშვილს ჯერ ორი ქულა არ მისცეს მსაჯებმა, შემდეგ კი შეხვედრის მეორე ნახევარში, სამჯერ ქულა არ დაუფიქსირეს, ამას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დიდი ვნებათაღელვაც მოჰყვა. მათ გააპროტესტეს მსაჯების ეს ქმედებები, თუმცა, საბოლოოდ, არბტირების გადაწყვეტილებით, უკრაინელს 3 ქულა და გამარჯვება მიაკუთვნეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპორტსმენმა და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, მსაჯთა შემადგენლობას ტაში დაუკრა ქმედებებისთვის, ინციდენტი კი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ბერძნულ-რომაული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებმა კოლეგები ხალიჩიდან გაიყვანეს.

ზურაბ იაკობიშვილი კიევის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. დღევანდელი საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ გაიმართება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის