მსოფლიო
უფლებადამცველები: სირიაში ერთი კვირის მანძილზე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უფლებადამცველები: სირიაში ერთი კვირის მანძილზე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

როგორც მონიტორინგის ცენტრის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, მსხვერპლთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
"შვიდი დღის განმავლობაში, 505 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 123 ბავშვი",- განაცხადა სირიის ობსერვატორიის დირექტორმა რამმი აბდელ რაჰმანმა.

20 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ ღუთაში სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა, რომლის ტაქტიკა, მისი თქმით, ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს უპირობო დეესკალაციისკენ. რუსეთმა ასადის რეჟიმისა და მისმა მოკავშირეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს",- განაცხადა ნოიერტმა.

ბრალდებების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო პირების დაღუპვასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის