პოლიტიკა
გოგი წულაია: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არ არსებობს, ეს არის ფულის პოლიტიკა

გოგი წულაია: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არ არსებობს, ეს არის ფულის პოლიტიკა

"ამის შედეგს ვუყურებთ ამ დღეებში. ეს პოლიტიკა საერთოდ არ არის, ეს არის ფულის შოვნის პოლიტიკა.

გეტყვით ერთ ისტორიას, ჩემმა მეზობლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ აფთიაქში წამლები იყიდებაო, სააფთიაქო ნარკოტიკი რასაც ჰქვია. მერიას ვუთხარი, პოლიციას ვუთხარი, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მითხრეს, რომ ღამის 12 საათიდან იწყებაო. მივედი, გავჩერდი იქვე ახლოს, ბირჟაზე მეგობრებთან ერთად და ვუყურებ. 100 მანქანა მაინც გაჩერდა დილის 4 საათამდე. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ გადმოდიოდნენ 17-18 წლის გოგო-ბიჭები. მეორე დღესვე ბრიფინგი გავმართე და მეთქი პოლიცია თქვენი დედა, იცით და არ აკეთებთ არაფერს. ერთ კვირაში დაკეტეს სამი იმნაირი მაღაზია ქუთაისში, მოვა კიდევ გოგი და იყვირებსო. იქაც მივალ და კიდევ ვიყვირებ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის