მსოფლიო
New York Times – ტრამპს გამარჯვებაში არაბული ქვეყნები ეხმარებოდნენ

New York Times – ტრამპს გამარჯვებაში არაბული ქვეყნები ეხმარებოდნენ

დონალდ ტრამპის უფროსი შვილი 2016 წელს სპარსეთის ყურეს ორი ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ მილიარდელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში – New York Times-მა 19 მაისს დაწერა. როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, 2016 წლის 3 აგვისტოს ტრამპი-უმცროსი ამერიკელ-ლიბიელ ბიზნესმენს ჯორჯ ნადერს შეხვდა, რომელიც საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს წარმოადგენდა. მოლაპარაკებები “ტრამპ თაუერში” შედგა. მისი ორგანიზატორი ერიკ პრინსი იყო, ფირმის დამფუძვენელი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზეა სპეციალიზებული, ასევე, დღევანდელი განათლების მინისტრის ბეტსი დევოსს მეუღლე. შეხვედრას ესწრებოდა, ასევე ებრაელი ბიზნესმენი იოელ ზამელი. ნადარმა, თითქოსდა ტრამპ-უმცროსს განუცხადა, რომ ორი ქვეყნის მმართველი პრინცები მხარს ტრამპს დაუჭერენ. გამოცემის ინფორმაციით, ამდაგვარად ირკვევა, რომ არა მხოლოდ რუსეთი არ ერეოდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ქვეყნების მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ შეიქმნებოდა ათასობით ფეიკ-გვერდი სოციალურ ქსელებში.
სპეცპროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც რუსეთის ჩარევას იძიებს, დაინტერესებულია ზამელის მოქმედებებით.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის