სპორტი
თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

თემურ ფარცვანია უნგრეთში ითამაშებს

"კისვარდა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უნგრეთის უმაღლეს ლიგაში აღზევდება.

უნგრულ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულებაზს ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, რამდენიმე წუთის წინ კი "კისვარდამ" ეს ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დაადასტურა.

თემურ ფარცვანია უკრაინაში, დონეცკის "ოლიმპიკში" ასპარეზობდა, გუნდი კი მას შემსეგ დატოვა, რაც კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეჭვი ჰქონდა ფეხბურთელის გარიგებულ თამაშში მონაწილეობაზე.

ფარცვანიამ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტს მიმართა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი უდანაშაულოდ სცნო.

უნგრულ კლუბსა და ფარცვანიას შორის 3 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის