სამართალი
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ მედინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცავი უწყების ცნობით, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიული იყო. მისმა ქმედებებმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდამ რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

საქართველოს მოქალაქემ წინააღმდეგობა სამართალდამცავებსაც გაუწია, თუმცა, მისი დაკავება მაინც მოხერხდა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის