სპორტი
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას კანცელარიასთან გამართავენ

ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას კანცელარიასთან გამართავენ

დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია კანცელარიასთან გადაინაცვლებს.

ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები დღეს ძიუდოს ფედერაციასთან შეიკრიბნენ . მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართოს:

„მოვედით, კიდევ ერთხელ მან ფედერაციაში არ ისურვა მოსვლა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ჯანსაღ პროტესტს, რომ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი. 5 საათზე კანცელარიასთან შევიკრიბოთ ყველა ერთად“- განაცხადა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის