სპორტი
ლევანმა მეტოქე ბურთივით მოისროლა (ვიდეო)

ლევანმა მეტოქე ბურთივით მოისროლა (ვიდეო)

დღევანდელ შეხვედრაში კოტოშიგოკუმ მოახერხა ლევანის მავაშიში ხელის ჩავლება და თავად ისეთი დგომი დაიჭირა, რომ ასევე მის მავაშიში მარცხენა ხელჩავლებულ ლევანს არ მისცა მიახლოების და მისი საყვარელი იორიკის ილეთის ჩატარების საშუალება. თუმცა... ტყუილად არ აღიარებს ყველა, რომ ლევანი წარმოუდგენელი ძალის პატრონია! ვერ შეძლო რა იაპონელთან მიახლოება, ლევანმა იგი მარცხენათი ბურთივით მოისროლა და უვეტანაგეს ილეთით დაანარცხა დოჰიოს

გაიმარჯვეს მისმა უახლოესმა მდევრებმა, კაკარიუმ და დიდმა ჩემპიონმა, ჰაკუჰომ, რომელსაც იმპერატორის თასი 40-ჯერ (ყველა დროის რეკორდი) აქვს მოპოვებული.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო ერთმანეთს იმპერატორის თასის ტურნირებზე 25-ჯერ შეხვდნენ და ყველა შეხვედრაში ჰაკუჰომ გაიმარჯვა, ლევანს მასთან მხოლოდ კომერციულ ტურნირებზე შეხვედრის დროს აქვს გამარჯვება მოპოვებული.

ერთი ცნობა ისტორიიდან სპორტის თავგადაკლული გულშემატკივრისთვის:
ჰაკუჰოს მამა - ჟიგჟიდიინ მენხბატი პირველი მონღოლია, რომელმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო. მან 1968 წელს მეხიკოში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. მანამდე კი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოლედოში ის 70 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოდან წარგზავნილ ცხოვრებოვთან ერთად. ისე მოხდა, რომ ორივე მათგან ოთხ-ოთხი შეხვედრის შემდეგ 6 საჯარიმო ქულაზე მეტი დაუგროვდათ და საბოლოოდ ერთმანეთთან შეხვედრის გარეშე მონღოლმ მე-4, ხოლო ანდრომ მე-5 ადგილი დაიკავა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის