სამართალი
სამეგრელოში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

სამეგრელოში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11 000 მ2 და 13 000 მ2 მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე, მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით" -

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის