სპორტი
შოთა ხაბარელი ძიუდოს აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

შოთა ხაბარელი ძიუდოს აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

კომიტეტის სხდომაზე, ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე მსჯელობენ.

"დავსვი კითხვა, ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ეს? იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში არიან? ეს არის პროცესი, რომ რაც გინდა ქენით, გინდა გამოდით, გინდა ქვეყანა დააქციეთ, მე ჩემი გზით მივდივარ, არანაირად არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები. მე ამიტო დავტოვე სხდომა. ვუთხარი აღმასკომის წევრებს, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. ეს აღმასკომი, ჩოჩელის თამადობით, რომლებიც იქ არიან, არ ვიცი რას აკეთებენ. ეჭვი მაქვს, სურთ ასეთი გამოსვლები და საქართველოში დაძაბულობის შემოტანა", - განაცხადა შოთა ხაბარელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მწვრთნელის დანიშვნა არ მოხდება, ანალიზის შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვისზე მოხდება არჩევანის გაკეთება.

"დღეს არ ხდება არავის დანიშვნა, დღეს აქ ხდება მოსმენა, გაანალიზება ხედვის და უახლოეს პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნაკრებში მთავარი მწვრთნელის და სამწვრთნელი შტაბის დანიშვნის შესახებ.

ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ ის, ვინც აქ ჩამოსულია, გვაქვს მოლაპარაკებები სხვა მწვრთნელებთან, ანალიზის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილება თუ ვისზე მოხდება არჩევანის გაკეთებ", აღნიშნა ქევხიშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის