სპორტი
მსოფლიო ჩემპიონის სენსაციური მარცხი - გერმანიამ მარცხით დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონის სენსაციური მარცხი - გერმანიამ მარცხით დაიწყო

მატჩში ერთადერთი გოლი 35 წუთზე გავიდა, გოლი ავტორი ლოსანო გახდა. გერმანელებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მომენტების შექმნა ბოლო 20 წუთში დაიწყეს, მისი მეტოქე კი კონტრშეტევებისას საკმაოდ მწვავედ უტევდნენ და არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. საბოლოოდ 0-1 დაფიქსირდა.

ეს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სენსაციაა, გუშინ თავისი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა არგენტინამაც ვერ მოიგო, რომელიც დებიუტანტ ისლანდიას დაუზავდა ანგარიშით 1-1.

გერმანიისა და მექსიკის ნაკრების ჯგუფის მეტოქეები შვედეთი და სამხრეთ კორეა ურთიერთობას ხვალ გაარკვევენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის