საზოგადოება
ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 140-ე ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული "რეგიონალური ჰოსპიტალის" რეანიმაციაში იმყოფება.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ კ.მ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის