სპორტი
"რონალდუს იტალიაშიც დავიჭერთ", - ესპანეთის ფინანსთა მინისტრი

"რონალდუს იტალიაშიც დავიჭერთ", - ესპანეთის ფინანსთა მინისტრი

ესპანეთის ფინანსთა მინისტრმა ხოსე მარია მოლინედომ კრიშტიანუ რონალდუზე განცხადება გააკეთა. 33 წლის პორტუგალიელმა "რეალი" დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა. კრიშტიანუს წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ესაპნეთის საგადასახადო სისტემასთან პრობლემა სახელდება. მადრიდის სასამართლოში, რონალდუს საქმეზე მოსმენებიც გაიმართა. პუბლიკის ნაწილი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი იტალიაში გადასვლით, ესპანეთის მართმსაჯულებას გაექცა, თუმცა ფინანსთა მინისტრი სხვა აზრზეა. "კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა საფინანსო პრობლემებს ვერ მოუგვარებს. თუ საჭირო გახდა, მისი დაკავება იტალიაშიც მოხერხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში ევროპული სასამართლოც მოქმედებს (სტრასბურგი) ამ ეტაპზე, ფეხბურთელის ადვოკატები ესპანეთში მის დაცვას განაგრძობენ", - ამბობს მინისტრი. ასევე იხილეთ: არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს ევროპა ლიგის მატჩის წინ, ვაკის პარკში ქართველმა და ებრაელმა ფანებმა იჩხუბეს ოფიციალურად: 2022 წლის მუნდიალი ზამთარში ჩატარდება
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის