სამართალი
ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი, თურქეთია 2 მოქალაქის იძულებით ფულის გადახდევინებისთვის დააკავეს

ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი, თურქეთია 2 მოქალაქის იძულებით ფულის გადახდევინებისთვის დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის