საზოგადოება
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდმაბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაცტურისტების და ადგილობრივიმოსახელობის კომფორტულდაუსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ,დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის