საზოგადოება
რაჭაში, მდინარე რიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

რაჭაში, მდინარე რიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

რაჭის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მდინარე რიონში წყლის დონემ დაიკლო და აღდგენითი სამუშაოები უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.

"მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონაში მუშაობს. სავარაუდოდ, 5-6 საათში ახალი გზა გაკეთდება. შესაბამისად, სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი გზა აღდგება. ინტენსიური სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს," - განმარტა ჯაფარიძემ.

რაჭაში გუშინ წყალდიდობა იყო. მდინარე რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. გარემოს მოწყდა 60-მდე ოჯახი. ძლიერი წვიმის გამო წესი-ურავის საავტომობილო გზის ნაწილზე ჩამოიშალა კლდის მასა რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის