სხვადასხვა
ტიტანიკი მხოლოდ აისბერგთან შეჯახების გამო არ დაღუპულა - ექსპერტები

ტიტანიკი მხოლოდ აისბერგთან შეჯახების გამო არ დაღუპულა - ექსპერტები

100 წელზე მეტი ხანია, ითვლება, რომ ცნობილი "ტიტანიკის" ჩაძირვა მისმა აისბერგთან შეჯახებამ გამოიწვია. ამის შესახებ ტონობით მასალა თუ რომანია დაწერილი და ცნობილ ფილმშიც ეს მომენტია ასახული.

თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოსულ დოკუმენტურ ფილმში "ტიტანიკი: ახალი მტკიცებულებები" გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტიტანიკის დაღუპვის მიზეზი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე ხანძარიც არის, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა.

ჟურნალისტი სენან მოლონიმ, რომელიც ფოტოგრაფიებს სწავლობდა, შეამჩნია 30 ფუტის სიგრძის ლაქები, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც მას აისბერგი შეეჯახა.

"ჩვენ შევნიშნეთ, რომ თითქოს ის ადგილი გემის კორპუსზე დაზიანებული ან სუსტი იყო იქამდე, სანამ ხომალდი ბელფასტიდან გამოვიდოდა," - აცხადებს იგი.

ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს ადგილები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ერთერთ ორთქლის ქვაბში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძვინვარებდა ხანძარი, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა. ამან ხომალდის ფოლადის კორპუსი შეასუსტა და სწორედ ამის გამო გაგლიჯა იგი აისბერგმა.

"ტიტანიკის დაღუპვა შეერტებულად რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტორის შტორმი იყო: ცეცხლი, ყინული და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა," - აცახდებს დოკუმენტური ფილმნის ავტორი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის