სპორტი
ოფიციალურად: შალკემ ბაიერნის მოთამაშე დაიმატა

ოფიციალურად: შალკემ ბაიერნის მოთამაშე დაიმატა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, სებასტიან რუდი, გელზენკირხენის "შალკეში" გადავიდა. "ლურჯების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 28 წლის გერმანელმა 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "შალკეში" 13 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გერმანული პრესის ინფორმაციით, სებასტიან რუდის ტრანსფერი გელზენკირხენულ კლუბს 15-20 მილიონი ევრო დაუჯდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი "ბაიერნს" გასული წლის ზაფხულში უფასოდ შეუერთდა, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის