მსოფლიო
რომის პაპი: სექსი და სექსუალობა ღმერთის საჩუქარია

რომის პაპი: სექსი და სექსუალობა ღმერთის საჩუქარია

"სექსუალობა და სექსი - ეს ღმერთის საჩუქარია და არა ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს - სიყვარული და ახალი სიცოცხლის შექმნა. ნამდვილი სიყვარული ვნებიანია. ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ვნებიან სიყვარულს კი სამუდამო სიცოცხლისკენ მივყავართ. სამუდამოდ. ამ სიყვარულს კი გასცემენ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად", - აცხადებს პაპი.

მან ახალგაზრდებს აგრეთვე მოუწოდა, გაუფრთხილდნენ საკუთარ სექსუალობას და მოემზადონ ამ სიყვარულისთვის, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

გარდა ამისა, ფრანცისკემ გააკრიტიკა პორნოგრაფია, როგორც სიცრუის ინდუსტრიის ნაწილი და მას სიყვარულისგან განცალკევებული სექსი უწოდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის