პოლიტიკა
გიორგი გახარია: „ნახვამდის!“

გიორგი გახარია: „ნახვამდის!“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე თვლის, რომ მორჩაძეს მხრიდან კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი. შესაბამისად, მისი პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს, რომ მორჩაძე გავლენას ახდენდა მოწმეებზე.მორჩაძესგან განსხვავებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. გარდა იმისა, რომ სუბელიანი თავს დამნაშავედ ცნობს, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ დარჩეს პატიმრობაში.„ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.თავის მხრივ, შს მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდეს. მინისტრის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შსს–ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა.„ეს გამოძიება გრძელდება. ახალი დაკავებული რამოდენიმე პირია და კიდევ ახალი მტკიცებულების სტანდარტი თუ გვექნება, კიდევ იქნება... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის