მსოფლიო
ახლო მომავალში ქალებში კიბოს გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სიმსუქნე იქცევა

ახლო მომავალში ქალებში კიბოს გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სიმსუქნე იქცევა

ითვლება, რომ დღეისთვის ქალების კიბოთი დაავადების მიზეზებს შორის 12%-ით პირველ ადგილზე თამბაქოს მოწევაა, ხოლო ზედმეტი წონის და სიმსუქნის წილი 7%-ია.

რამდენადაც მწველთა რაოდენობა თანდათან კლებულობს, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა კი, რომლებსაც პრობლემები აქვთ ზედმეტ წონასთან დაკავშირებთ, მატულობს, უკვე 25 წელიწადში კიბოთი დაავადების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზების წონადობა შეიცვლება.

Cancer Research UK-ის პროგნოზის თანახმად, 2035 წელს ასეთი სურათი იქნება: 10% - თამბაქოს მოწევა, 9%- ზედმეტი წონა და სიმსუქნე. ტრენდის უცვლელობის შემთხვევაში უკვე 2043 წლისთვის სიმსუქნე პირველ ადგილზე გადავა კიბოს გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალში.

რაც შეეხება მამაკაცებს, პროგნოზი ცოტა განსხვავებულია: კაცებს შორის მწეველები მეტი არიან, ვიდრე ქალებს შორის, ამიტომ მათში კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის თამბაქოს მოწევა უფრო დიდხანს დარჩება მთავარ მიზეზად, ვიდრე ქალებში.

მკვლევარების თქმით, თამბაქოს მოწევის შედეგად ვითარდება კიბოს შემდეგი სახეები - მწვავე მიელოიდური ლეიკიმია (სისხლის თეთრი უჯრედების კიბო - აიპრესი), ფილტვების შარდის ბუშტის, ნაწლავების, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის - აიპრესი), კუჭის და საშვილოსნოს ყელის კიბო.

კიბოს სახეები, რომელთა გამომწვევი მიზეზი ზედმეტი წონა და სიმსუქნეა, შემდეგია: ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

უკანასკნელი მონაცემები ცხადყოფენ, რომ დღეს ინგლისში ბევრად მეტი ბავშვი იტანჯება სიმსუქნით, ვიდრე 10 წლის წინ.

"აი, ამიტომ ვცდილობთ ჩვენ ყურადღების მიპყრობას მასზედ, რომ არის პირდაპირი კავშირი სიმსუქნეს და კიბოს შორის. სწორედ ამიტომ ვცდილობთ ჩვენ ავკრძალოთ საღამოს ცხრა საათის შემდეგ არაჯანსაღი საკვების რეკლამა და ასეთი პროდუქტებისთვის სხვადასხვაგვარი შეზღუდვები შემოვიღოთ", - ამბობს პროფესორი ლინდა ბოლდი.

მისი სიტყვებით, ბრიტანეთში თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირება - ნამდვილი საბაბია ზეიმისთვის.

"ეს მშვენიერი დემონსტრაციაა იმის, რომ პრობლემაზე ყურადღების მიქცევის ათწლეულოვანმა მცდელობებმა - პოლიტიკურ ქმედებებთან ერთად (დამატებითი გადასახადები, თამბაქოს ღიად გაყიდვის და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა) - შედეგი გამოიღო"

"ამასთან, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი თამბაქოს მოწევასთან ბრძოლაში და ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ სიმსუქნესთან დაკავშირებით, რათა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი პროგნოზები არ გამართლდეს", - ამბობს ლინდა ბოლდი

მომზადებულია bbc.com მიხედვით.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის