მსოფლიო
ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი მიღწევა ირანთან ბირთვული გარიგებიდან გასვლაა

ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი მიღწევა ირანთან ბირთვული გარიგებიდან გასვლაა

ჯონ ბოლტონის თქმით, ტრამპის ზურგს უკან კიდევ ერთი "წელიწადია".

"დარწმუნებული ვარ, მისი მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ირანთან ბირთვული გარიგებიდან გასვლა იყო", - განაცხადა ბოლტონმა.

მან დასძინა, რომ დონალდ ტრამპი ამ გარიგების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2016 წლიდან იბრძოდა. ჯონ ბოლტონის განცხადებით, ირანის ბირთვული გარიგება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი შეთანხმება იყო.

ცნობისთვის, ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას ტოვებს.
"ვაცხადებ დღეს, რომ აშშ ირანთან ბირთვულ გარიგებას გააუქმებს. უახლოეს მომავალში ვაპირებ პრეზიდენტის ბრძანებულებას გამოვცე, რომელიც ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ჩვენ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას უმაღლეს დონეზე ველოდებით ", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სანქციები უახლოეს მომავალში "სრულად შევა ძალაში".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის