მსოფლიო
ევროკავშირი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციების ახალ მექანიზმზე შეთანხმებას გეგმავს

ევროკავშირი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სანქციების ახალ მექანიზმზე შეთანხმებას გეგმავს

სააგენტოს ცნობით, ასეთი მექანიზმის შექმნის იდეა საფრანგეთს გაუჩნდა. იგი პარიზსა და ლონდონში, რუსეთსა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების განმეორებით შემთხვევებს უკავშირდება.

ახალი სანქციების რეჟიმი საშუალებას მისცემს ბრიუსელს, სანქციები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას დააწესოს, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება ეჭვმიტანილი. სანქციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამჟამად ევროკავშირს უკვე აქვს რუსეთისა და სირიის მიმართ სანქციები დაწესებული. ეს პროცედურა ხშირად რთულია, რადგანაც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას სანქციების სიების გაფართოება ახლო პარტნიორებთან მიმართებაში და, განსაკუთრებით, მოსკოვის მიმართ, არ სურს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის