სპორტი
ისკოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - რამდენი გაუცდება ესპანელ ფეხბურთელს?

ისკოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - რამდენი გაუცდება ესპანელ ფეხბურთელს?

ამ წუთებში დასრულდა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ოპერაცია, რომელიც მას ბრმა ნაწლავზე ჩაუტარდა. მადრიდული გრანდის "ტვიტერის" ცნობით, ფეხბურთელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სულ მალე, ისკო სარეაბილიტაციო პროცესს დაიწყებს. რაც შეეხება მატჩების რაოდენობას, სავარაუდოდ, ფეხბურთელს 6 მატჩი გაუცდება - 4 მადრიდის "რეალთან" ერთად, ორი კი - ესპანეთის ნაკრებთან. მადრიდული გრანდისთვის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაზიანება ურთულეს კალენდარს დაემთხვა. ხვალ, 26 სექტემბერს, "სამეფო კლუბი' "სევილიას" ესტუმრება, 3 დღეში კი, "სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდულ დერბის უმასპინძლებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის