ეკონომიკა
TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება, რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი?

TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება, რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი?


საქართველოსთვის პირდაპირი ავიარეისების მხრივ ლიდერი კვლავ სტამბოლის მიმართლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სხვა წლების მსგავსად, პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით კვლავ სტამბოლი ლიდერობს.

2018 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზვრთნაკადის მიხედვით მეორე ადგილზეა - მოსკოვი, ხოლო მესამეზე - თეირანი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასე გამოიყურება:

სტამბოლი (455 917 მგზავრი);

მოსკოვი (430 480 მგზავრი);

თეირანი (280 585 მგზავრი);

კიევი (243 675 მგზავრი);

თელ-ავივი (237 368 მგზავრი);

დუბაი (186 127 მგზავრი);

ვარშავა (85 413 მგზავრი);

პეტერბურგი (85 329 მგზავრი);

შარჟა (83 381 მგზავრი);

როსტოვი 75 680 მგზავრი);

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 თვეში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულებაში გასული წლის მონაცემებთან შედარებით გარვეული კორექტივებია შესული.

2017 წლის მონაცემებით, TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასეთი იყო:

სტამბოლი;

მოსკოვი;

კიევი;

თეირანი;

თელ-ავივი;

დუბაი;

დოჰა;

შარჟა;

ვარშავა;

მინსკი;




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის