სპორტი
"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ESPN-თან ისაუბრა, რა დროსაც კარიერაც გაიხსენა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის ალკოჰოლის თემას შეეხო და აღიარა, რომ თინეიჯერობის პერიოდში საკმაოდ ხშირად სვამდა. "თინეიჯერობის პერიოდში საკმაოდ ხშირად ვსვამდი. ორშაბათს, სამშაბათს, შაბათს, კვირას და ა.შ შუა კვირაში შეხვედრები ყოველთვის ღამის საათებში იმართებოდა და ყოფილა შემთხვევები, როცა ამ დროისთვის მოედანზე ნასვამ მდგომარეობაში გავსულვარ. საბოლოოდ, წონა საგრძნობლად მოვიმატე და მივხვდი, რომ ალკოჰოლის მოცილება აუცილებელი იყო", - განაცხადა სქოულზმა. ასევე იხილეთ: საქართველოს ნაკრები C ლიგაში ოფიციალურად აღზევდა - ვნახოთ ჩვენი მეტოქეები 2024-წლისთვის რა მოხდება თუ საქართველო კოსოვოს შეხვდება, რომელსაც სახელმწიფოდ არ აღიარებს? ვინ არის ჩვენი სავარაუდო მეტოქე 1/2 ფინალში?
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის