პოლიტიკა
პრემიერის უარი პრეზიდენტს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს აძლევს

პრემიერის უარი პრეზიდენტს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს აძლევს

„მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით“, – პრემიერ–მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა. იმ შემთხვევაში თუკი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ასეთ შემთხვევაში მთავრობა პრეზიდენტის მიმართვას განიხილავს და უზრუნველყოფს.როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება. მიქელაძის ინფორმაციით, თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს.„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ გაგზავნილ წერილში ის საკითხები, რისი განხილვაც პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე სურს, ერთი დასათაურებით არის წარმოდგენილი და ინფორმაციულად გაშლილი არ არის. პროცედურული წესის დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის, რომ განიხილოს მთავრობის სხდომაზე ის საკითხები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს...“, – აცხადებს ნათია მიქელაძე.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაში... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის