მსოფლიო
ყირიმის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ყირიმის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ანექსირებული ყირიმის ერთ-ერთ კოლეჯში, სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მომხდარს თავდაპირველად ტერაქტის კვალიფიკაცია ჰქონდა მინიჭებული, თუმცა რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება თავდამსხმელს, იგი 22 წლის სტუდენტი იყო, რომელიც ამავე კოლეჯში სწავლობდა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მისი ცხედარი კოლეჯის ბიბლიოთეკაში იპოვეს.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის