სხვადასხვა
შესაძლებელია თუ არა ბოლომდე აპატიო ადამიანს, რომელმაც გული ძალიან გატკინა? - ფსიქოლოგების დასკვნა

შესაძლებელია თუ არა ბოლომდე აპატიო ადამიანს, რომელმაც გული ძალიან გატკინა? - ფსიქოლოგების დასკვნა

თუ თქვენს ცხოვრებაში არის, ან არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან გიყვართ (დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთები მრავლად გყავთ), აუცილებლად მოგიწევთ მათ აპატიოთ ესა თუ ის შეცდომა.

მცირე შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ჩვენც გვჭირდება, რომ გვაპატიონ და ჩვენგანაც ელოდებიან პატიებას.


პატიების შესახებ ფსიქოლოგები ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას გამოყოფენ:


1. „პატიება ყოველთვის მარტივი არ არის. შეიძლება ის იმაზე უფრო მტკივნეული იყოს, ვიდრე ჭრილობა, რომელიც მოგაყენეს. მაგრამ იცოდეთ, რომ არ არსებობს მშვიდობა პატიების გარეშე“ - მარიან უილიამსონი.


2. „აპატიე შენს მტრებს, მაგრამ არასოდეს დაივიწყო მათი სახელები“, - ჯონ კენედი.


ფსიქოლოგები, სასულიერო პირები და პოლიტიკური ლიდერებიც კი მიიჩნევენ, რომ პატიება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები, თუმცა პატიების გარეშე ურთიერთობას ვერ შევძლებთ.


სწორედ მიტევებაზე უნდა იყოს დამყარებული ის საზოგადოება, რომელშიც შვილებს გავზრდით. თეორიულად ეს ყოველივე გვესმის, მაგრამ პრაქტიკულად პატიება ადამიანების დიდი ნაწილისთვის ძალიან რთულია.


არავის შეუძლია გაიძულოს, რომ პატიების, მიტევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანმა მარტომ, გულითა და გონებით უნდა მიიღოს.


როცა ვინმე ზიანს გვაყენებს, შეურაცხგვყოფს ტკივილის განცდა გვრჩება. ვფიქრობთ მომხდარის შესახებ, ვფიქრობთ, თუ რატომ მოხდა ასე. ადამიანმა, რომელიც ძალიან გვიყვარს, გული გვატკინა და საერთოდ არ იფიქრა იმაზე, თუ რამხელა ტკივილს მოგვაყენებდა მისი ქმედება.


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთულია ღალატის მიტევება. შესაძლოა გიღალატოთ რომანტიკულმა პარტნიორმა, ბიზნეს პარტნიორმა, ფინანსურმა პარტნიორმა. ფსიქოლოგების განმარტებით, ასეთ დროს არა მხოლოდ მოღალატისადმი, ზოგადად ადამიანებისადმი ვკარგავთ ნდობას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, ვაპატიოთ საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ის, რაც იყო გულიდან და მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება და აუცილებლად გაგახსენებთ თავს.


პატიების უნარს ადამიანებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. მისი საშუალებით მარტივად ამარცხებთ შფოთვას, დეპრესიას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს უმკლავდებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საკითხი დგას ასე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ბოლომდე ვაპატიოთ და მართლა დავივიწყოთ ტკივილი?


ექსპერტები სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ადამიანი და ასევე იმაზეც, უნდა თუ არა თავად მას ჩვენგან პატიება.


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დავიყება და პატიება ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ადამიანები, მიუხედავად სურვილისა, ვერასოდეს ივიწყებენ ტკივილს, თუმცა პატიობენ, რადგანაც ძალიან უყვართ. ცდილობენ მძიმე გამოცდილება წარსულში დატოვონ და ცხოვრება არ გაართულებინონ და გამოსდით კიდეც, მაგრამ დავიწყებით არ ავიწყდებათ.


ექსპერტთა განმარტებით, შესაძლოა თვლიდეთ, რომ საყვარელ ადამიანს ბოლომდე აპატიეთ, რომ წარსული დაივიწყეთ, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას ურთიერთობაზე და ძველებული კავშირი ვეღარასდროს გექნებათ.


წყარო: Trend.Ge

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის