მსოფლიო
"მე თქვენ გამოწვევას ვიღებ და ვირჩევ ადგილს და იარაღს"- ნავალნიმ დუელში გამოწვევა მიიღო (ვიდეო)

"მე თქვენ გამოწვევას ვიღებ და ვირჩევ ადგილს და იარაღს"- ნავალნიმ დუელში გამოწვევა მიიღო (ვიდეო)

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დუელში გამოწვევის საპასუხოდ, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი დებატებში გამოიწვია:

„რადგან თქვენ ამ შესანიშნავი ტრადიციის გაცოცხლება გადაწყვიტეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ დუელის ფორმასაც და იარაღსაც ის ირჩევს, ვინც გამოიწვიეს. მე თქვენ გამოწვევას ვიღებ და ვირჩევ ადგილს და იარაღს. ჩვენი დუელი შედგება დებატების სახით პირდაპირ ეთერში პირველ არხზე, ან მეორე არხზე, ან ნებისმიერ ფედერალურ არხზე. თუ ისინი უარს გვეტყვიან , მაშინ იუთუბ-არხზე, სადაც მაინც გვნახავს მილიონობით ადამიანი.“- განაცხადა ნავალნიმ და ზოლოტოვს ერთი კვირის ვადა მისცა.

ნავალნის თქმით, ზოლოტოვის მიმართვამ რუსეთის მოქალაქეებს ორმაგი გრძნობა გაუჩინა, ერთი ის, რომ ისინი უყურებდნენ კომედიას, მეორე გრძნობა კი სასოწარკვეთილება იყო, რომ ეს მუნდირში გამოწყობილი ადამიანი, მათი ქვეყნის გვარდიას ხელმძღვანელობს.

„თქვენ ეს საქმე ნებისმიერ ოპოზიციონერზე უკეთ გააკეთეთ, აჩვენეთ, რომ ხელისუფლებაში მთავარ ადგილებს იკავებენ არანორმალური, არაადეკვატური ადამიანები, არა უბრალოდ ქურდები და ის ადამიანები, რომლებიც 2 სიტყვას ვერ აბამენ, არამედ გიჟები. თქვენ, თქვენს პუტინთან ერთად რუსეთს ბანანის რესპუბლიკად აქცევთ, სადაც ჩინოვნიკს ეუბნებიან რომ ის მილიონებს იპარავს, პასუხად კი საქმის გარჩევას იღებენ... დიახ მე მაქვს საპრეზიდენტო ამბიციები, მე არ მინდა ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ ჩემს ქვეყანას მართავდნენ. თქვენ თქვენი შესახედაობით, სისულელით და არაკომპეტენტურობით რუსეთს არცხვენთ.“- განაცხადა ნავალნიმ.

რუსმა ოპოზიციონერმა ზოლოტოვის ბიოგრაფიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელმა სამხედრო ჩინი არა დამსახურების, არამედ პუტინთან ახლობლობის გამო მიიღო, რადგან მისი დაცვა იყო. ნავალნიმ ზოლოტოვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან ახლობლობაც გაუხსენა:

„როგორი ვიდეოც გინდათ ჩაწერეთ, მე ჩემი ნათქვამის უარყოფას არ ვაპირებ, მე ვთვლი, რომ თქვენ ხართ ქურდი, რომელიც სახელმწიფოს, ხალხს და საკუთარ კოლეგებს ქურდავს. მე ვთვლი, რომ თქვენ გარეული ხართ ბორის ნემცოვის მკვლელობაში. ის თქვენზე დაქვემდებარებულმა პირება მოკლეს, მე ვთვლი რომ თქვენი ოჯახი ბინძური, კორუფციული ფულით ცხოვრობს. თქვენ ცოცხალი სურათი ხართ უკანონო გამდიდრების.“- აღნიშნა ნავალნიმ.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის