მსოფლიო
პუტინმა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას "გლობალიზაციის შედეგი" უწოდა

პუტინმა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას "გლობალიზაციის შედეგი" უწოდა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ქალაქ ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს „გლობალიზაციის შედეგი“ უწოდა.


პუტინის განცხადებით, თავდასხმას გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა ინფორმაციებმა აშშ-ში მომხდარი მსგავსი შემთხვევების შესახებ. პუტინმა დაიჩივლა, რომ არ იქმნება საინტერესო და სასარგებლო შინაარსის ინფორმაცია ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რის გამოც ინტერნეტში ისინი „გმირობის სუროგატებს“ ნახულობენ და თავისთავისგან ცრუგმირებს ქმნიან. პუტინის თქმით ნამდვილი გმირობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის