სპორტი
რეალის ყოფილმა მოთამაშემ ლოპეტეგის მხარი დაუჭირა

რეალის ყოფილმა მოთამაშემ ლოპეტეგის მხარი დაუჭირა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მაიკლ ესიენმა, ხულენ ლოპეტეგის მუშაობა შეაფასა. "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, ამიტომ ზეწოლა სავსებით ლოგიკურია. იმედი მაქვს, ლოპეტეგის ყველაფერი გამოუვა. ეს დიდი კლუბია და როდესაც კარგი შედეგის მოპოვება არ გამოგდის, უნდა იცოდე რას ელოდო", - აღნიშნა 35 წლის განელმა. "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის საწყის 8 ტურში 14 ქულა მოიპოვა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. "რეალს" ყველა ტურნირზე ერთად 4 მატჩიანი მოუგებელი და თანაც მშრალი სერია აქვს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის