საზოგადოება
კახა კახიშვილი  ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

კახა კახიშვილი  ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლატვიის მთავრობას  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. კახა კახიშვილის თქმით, ისტორიულ წარსულთან ერთად, ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებები და ღირებულებები აკავშირებთ. კახა კახიშვილმა და დზინტარს რასნაჩმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის