პოლიტიკა
„აზრი, რომ სააკაშვილი ბრუნდება, უკვე არის პრობლემა ინვესტიციისა და საქართველოს ვალუტისთვის - ჩვენ არ...

„აზრი, რომ სააკაშვილი ბრუნდება, უკვე არის პრობლემა ინვესტიციისა და საქართველოს ვალუტისთვის - ჩვენ არ...

მიხეილ სააკაშვილი ბიზნესებისთვის კატასტროფა იყო, ჩვენ არ გვჭირდება ეს კრიმინალი საქართველოში, – ასე ეხმაურება კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ლი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ლონდონის ბირჟისგან მამუკა ხაზარაძის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს​. როგორც დევიდ ლი წერს, მიხეილ სააკაშვილმა არ იცის არც ბიზნესი და არც ეკონომიკა. „სააკაშვილი არ არის ბიზნესმენი. მან არ იცის ბიზნესი ან ეკონომიკა. აზრი, რომ სააკაშვილი ბრუნდება, უკვე არის პრობლემა ინვესტიციისა და საქართველოს ვალუტისთვის. სააკაშვილი იყო კატასტროფა ბიზნესებისთვის 2003 წლიდან 2012 წლამდე. ჩვენ არ გვჭირდება ეს კრიმინალი საქართველოში. მიშას პრეზიდენტობის კანდიდატი და „რუსთავი 2“ ბიზნესზე ცუდად საუბრობენ და მე არ მომწონს მათი ტყუილები. ერთი „ვარდების კატასტროფა“ საკმარისი იყო, მეორე არ გვჭირდება“, – წერს დევიდ ლი. ამასთან, „მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ აქვს ეკონომიკური გეგმა და პრეზიდენტად მისი არჩევა უცხოელი ინვესტორებისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. „სააკაშვილი და „ვარდების კატასტროფა” ბიზნესებისთვის ძალიან ცუდი იყო. ბიზნესსექტორს არ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობა ბიზნესის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ აქვს ეკონომიკური გეგმა“, – წერს დევიდ ლი. გარდა ამისა, დევიდ ლი წერს, რომ როდესაც საქართველოში „ამერიკის სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტად აირჩიეს, ძალიან დიდი დროის დახარჯვა მოუხდა უდანაშაულო წევრების ციხიდან გამოყვანისას, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მათთვის ბიზნესის წართმევა სურდა. „2008 წელს მე Amcham-ის (ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში) პრეზიდენტად ამირჩიეს, მეორე ვადით 2010 წელს ამირჩიეს. ძალიან დიდი დროის დახარჯვა მომიხდა უდანაშაულო წევრების ციხიდან გამოყვანისას, რადგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ბიზნესის წართმევა სურდა. აღარ მინდა მსგავს გარემოში ცხოვრება. სააკაშვილი იყო საშინელება ბიზნესისთვის, ახლაც არის. ასევეა მისი პარტია და ასევეა მისი კანდიდატი“, – წერს დევიდ ლი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ბირჟისგან „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სადაც ხაზარაძის განცხადებას უპასუხა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს. ინფორმაცია პირველი არხი ავრცელებს.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის