საზოგადოება
 ბიძინა ბარათაშვილი: ნეტა სად ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს?! მომკალი და არ მახსოვს!

 ბიძინა ბარათაშვილი: ნეტა სად ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს?! მომკალი და არ მახსოვს!

“წლები მემატება და, მგონი, მეხსიერებაც მღალატობს – ნეტა სად ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს?! თუ ვინმეს გყავართ ნანახი იმ დღეს, გთხოვთ გამაგებინოთ – ინფორმაციის მომწოდებელი დასაჩუქრდება!!! …ერთი ის “მამშვიდებს”, რომ ოთარ შამათავას, ოთარ ბაქრაძეს, გიორგი თარგამაძეს, ლევან სალუქვაძეს, ირაკლი შარაბიძეს, ლევან ალფაიძეს, გიორგი ლომინაძეს, გია ტოგონიძეს და იმ პერიოდის სხვა იმედელებს იგივე პრობლემა აღმოაჩნდათ – არც ერთს არ ახსოვს, სად იყო იმ ავბედით დღეს… არა და, ეს დღეებია სულ ამ თემაზე მესმის საუბრები, ვუყურებ გადაცემებს… ბავშვი მეკითხება, შენ სად იყავიო?! …მომკალი და არ მახსოვს!” – წერს ბიძინა ბარათაშვილი Facebook-ში. შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებამ აქცია არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა, სპეცრაზმი მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდა. შემდეგ კი სპეცრაზმი ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში მყოფ ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა, გაანადგურეს ტექნიკა და ტელევიზიის პერსოანალს, მათ შორის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ფაქტები დაიწერა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის