სპორტი
ახალი ზელანდია ინგლისისთვის დაირაზმა

ახალი ზელანდია ინგლისისთვის დაირაზმა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ინგლისთან, შაბათს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. იაპონიასთან დიდი ანგარიშით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო თხუთმეტეული მთლიანად შეცვლილია და იმ 23 მოთამაშიდან, რომლებმაც „საკურების“ წინააღმდეგ ითამაშეს მხოლოდ სამი მოთამაშის, დენ კოულსის, ოფა ტუუნგაფასის და რიჩი მო’უნგას ადგილი გამოინახა მარქაფაში. ფულბექის პოზიციაზე ძირითადშია დამიან მაკქენზი, ხოლო ჯორდი ბარეტი განაცხადში ვერ მოხვდა. თადარიგშია რაიან კროტი, რომელსაც ჰანსენმა ჯეკ გუდჰუ არჩია. ტრავმირებული სემ კეინის ადგილი კი არდი სავეამ დაიკავა. „ოლ ბლექსი“ ამ შეხვედრის გარდა კიდევ ორ ევროპულ ტესტს გამართავს: 17 ნოემბერს „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიას ეწვევა, ხოლო 24-ში „სტადიო ოლიმპიკოზე“ იტალიას ესტუმრება. სტივ ჰანსენის არჩევანი ასეთია: უკანა ხაზი 15. დამიან მაკქენზი, 14. ბენ სმიტი, 13. ჯეკ გუდჰუ, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. რიეკო იოანი, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; შერკინება 1. კარლ ტუ'ინუკუაფე, 2. კოდი ტეილორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. სამუელ უაითლოკი, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ლიამ სქუეარი, 7. არდი სავეა, 8. ქირან რიდი (კაპიტანი); მარქაფა 16. დენ კოულსი, 17. ოფა ტუუნგაფასი, 18. ნეპო ლაულალა, 19. სკოტ ბარეტი, 20. მეთ თოდი, 21. ტიჯეი პერენარა, 22. რიჩი მო'უნგა, 23. რაიან კროტი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის