მსოფლიო
82 წლის ქალი, ცხოვრებაში პირველად ხმის მიცემიდან, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა (ვიდეო)

82 წლის ქალი, ცხოვრებაში პირველად ხმის მიცემიდან, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა (ვიდეო)

ჩემ სიდედრს არასდროს არ ჰქონდა ხმა მიცემული. მისი მეუღლე, რომელიც ათი წლის წინ გარდაიცვალა, ცდილობდა, რომ არ გამოეძახათ ნაფიც მსაჯულებად. გარდა ამისა, მათ არ სურდათ პოლიტიკაში ჩარევა, შიშობდნენ, ამას მათ ბიზნესზე არ მოეხდინა გავლენა, – ამბობს გრეისი ფილიპსის სიძე ჯეფ გრიფიტი. უკანასკნელი წლის არჩევნებზე დაკვირების შემდეგ გრეისს არჩევნებზე ხმის მიცემის სურვილი გაუჩნდა. ის დარეგისტრირდა ხმის მისაცემად, მაგრამ პნევმონია და სეფსისი დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად გრეისი გამუდმებით ფიქრობდა არჩევნებზე. “ნუთუ მე არ შემიძლია ხმის მიცემა? ნუთუ ისინი არ მისცემენ უფლებას ადამიანებს საავადმყოფოდან მისცენ ხმა?” – კითხულობდა ის. გრიფიტის თქმით, “ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის” და ის სახლში დაბრუნების შემდეგაც “დაჟინებით აგრძელებდა” ამაზე საუბარს. ამრიგად, ხოსპისური დახმარების (მძიმე ავადმყოფების მოვლის, მათი ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობის შემსუბუქების უფასო სახელმწიფო პროგრამა – აიპრესი) ქვეშ მყოფი გრეის ფილიპსი ხუთშაბათს ხმის მისაცემად მის სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში მივიდა. გრეისი, რომელიც ჟანგბადის აპარატის დახმარებით სუნთქავდა, მანქანაში დარჩა და საარჩევნო კომისიის წევრებმა მას ბიულეტენი გამოუტანეს. გრეისის მიერ ბიულეტენის შევსების დასრულებას იქვე მყოფები ტაშით შეხვდნენ, – ამბობს გრიფიტი. მეორე დღეს გრეისმა ვერ შეძლო წამოდგომა და დილის ყავის დალევა. “ყოველ შემთხვევაში, მე ხმა მივეცი”, ასეთი იყო, მისი სიძის თქმით, გრეისის ერთ-ერთი ბოლო, ცხადად წარმოთქმული სიტყვები. ის ორშაბათს, გათენებამდე, 2 საათზე თავისი ქალიშვილების თვალწინ გარდაიცვალა, მაგრამ მის მიერ მიცემული ხმა უკვე დარეგისტრირებული იყო. ჯეფ გრიფიტის თქმით, მისმა სიდედრმა ხმა რესპუბლიკელს მისცა. “ის ძალიან ბედნიერი იყო, განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ როგორც იქნა მისცა ხმა” მომზადებულია პორტალ washingtonpost-ის მიხედვით. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის