სამართალი
ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს

ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს

ზაზა სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

შს სამინისტროს ცნობით, ზაზა სარალიძეს უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის დაბარებულია პოლიციის განყოფილებაში.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმალობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის