სპორტი
რონალდუმ თავის მეგობარ გოგონას ხელი თხოვა

რონალდუმ თავის მეგობარ გოგონას ხელი თხოვა

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი აპირებენ თავიანთი ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას. "Daily Mail"-ისა და პორტუგალიური "Correio da Manha"-ს ცნობით, რონალდუმ ესპანელ ლამაზმანს ხელი თხოვა. იმავე წყაროს თუ დავუჯერებთ, ჯორჯინამ არამხოლოდ თანხმობა განაცხადა, არამედ საქორწინო კაბაც კი შეარჩია უკვე. რონალდუ და როდრიგესი 2016 წლის ივნისიდან ხვდებიან ერთმანეთს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის