პოლიტიკა
პრემიერი:არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან,ეს ისტორიული შანსია,რომელიც უნდა გამოვიყენოთ

პრემიერი:არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან,ეს ისტორიული შანსია,რომელიც უნდა გამოვიყენოთ

პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება. უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები. ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. სპეციალურად შეიქმნა ეს ფორმატი საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვექნება შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ბატონ იუნკერთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი ფორმატი საქართველოსთვის, რათა ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნები, თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ უფრო მეტად საქართველო ევროპას. ჩვენ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასოდეს ვყოფილვართ, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენთ. ამასთან ერთად ჩვენ გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში, მათ შორის, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლების სფეროში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთან ერთად, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის