სპორტი
"მილიონებს ითხოვენ", - რატომ ტოვებენ ბარსელონას სკოლას ფეხბურთელები?

"მილიონებს ითხოვენ", - რატომ ტოვებენ ბარსელონას სკოლას ფეხბურთელები?

ბოლო წლების განმავლობაში, "ბარსელონას" აკადემიას ფეხბურთელები მასიურად ტოვებენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ კლუბი ახალგაზრდებს პირველ გუნდში გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა "ბარსელონას" მენეჯერმა პეპ სეგურამ განაცხადა, რომ მიზეზი სხვა რამეა. "ახალგაზრდების წასვლის მიზეზი, ძირითადად აგენტები არიან, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს ითხოვენ. ცხადია, ცნობილ აგენტებთან მსგავსი პრობლემა არ გვქონია, თუმცა პრობლემა დამწყებ აგენტებთან იქნმნება, რომლებიც ცდილობენ კარიერაში პირველი დიდი შეთანხმება დადონ. ახალგაზრდებთან კონტრაქტის დადების სანაცვლოდ ისინი მილიონ, მილიონ-ნახევარ ევროს ითხოვენ", - განაცხადა სეგურამ. ასევე იხილეთ: მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - როგორი შეფასება მიიღო კვერკველიამ ჩემპიონთა ლიგაზე? მიხეილ გაჩეჩილაძე, რუსეთის ჩემპიონის სეზონის საუკეთესო მორაგბეა! ისკოს რეაქცია, როცა გაიგო, რომ სათადარიგო სკამზეც ვერ მოხვდა [VIDEO]
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის