სხვადასხვა
აზერბაიჯანელი ვარსკვლავის თბილისში გადაღებული კლიპი - კახაბერის მუსიკა აზერბაიჯანულ მოტივებზე (ვიდეო)

აზერბაიჯანელი ვარსკვლავის თბილისში გადაღებული კლიპი - კახაბერის მუსიკა აზერბაიჯანულ მოტივებზე (ვიდეო)

აზერბაიჯანელმა მომღერალმა აიგიუნ ქიაზიმოვამ თავის იუთუბ არხზე ახალი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე „Əlbəttə“, ახალი ალბომიდან „Duy“.


ქიაზიმოვა ახალი ალბომი, რომლის პროდიუსერიც ცნობილი ქართველი მუსიკოსი კახაბერია (კახა ცისკარიძე), სექტემბერში გამოვიდა. კლიპი თბილისში რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. მომღერლის იმიჯზე კი დიზაინერმა ბესარიონ რაზმაძემ იზრუნა.

ახალი ალბომის მთავარი კოზირი არის ის, რომ მასში თანამედროვე ელექტრონული მუსიკა აზერბაიჯანულ მოტივებთანაა შერწყმული, სწორედ ასე ჟღერს ახალი სიმღერა „Əlbəttə“-ც, რომლის მუსიკის ავტორიც კახაბერია, ტექსტის კი აზერ შირინი.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის