სპორტი
ედუადო ბერიცო ბილბაოდან გაათავისუფლეს

ედუადო ბერიცო ბილბაოდან გაათავისუფლეს

ბილბაოს "ატლეტიკმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. გასული ზაფხულიდან, ბასკურ კლუბს სათავეში ედუარდო ბერიცო იდგა, რომელიც ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვა. უკანასკნელი წვეთი გუნდის უფროსობისთვის "ლევანტესთან" გასვლით შეხვედრაში განცდილი მარცხი გამოდგა, რომელიც გუნდმა 0:3 დათმო. აღსანიშნავია, რომ 14 ტურის შემდეგ, "ბილბაოს" ანგარიშზე მხოლოდ 11 ქულაა და ამჟამად, გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფება. გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად გაისკა გარიტანო დაინიშნა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის